Cafés Richard გულდასმით ირჩევს ყავის მარცვლებს მსოფლიოს საუკეთესო პლანტაციებიდან. ერთიანი და დაბალანსებული პროდუქტის მისაღებად მოხალვის წინ, სახეობისა და ადგილწარმოშობის გათვალისწინებით, ხდება სხვადასხვა ტიპის მარცვლების შეზავება. Cafés Richard დახელოვნებულია დელიკატური ფრანგული მოხალვის მეთოდიკაში, რაც გამოიხატება ყავის მარცვლის საშუალო - მსუბუქ მოხალვაში. მოხალვის ამგვარი პროცესი გასაქანს აძლევს განსაკუთრებულ არომატებს და ქმნის სრულყოფილ ბალანსს თითოეულ ფინჯანში. მრავალწლიანმა გამოცდილებამ გაამყარა Cafés Richard-ის, როგორც დარგის ექსპერტის პოზიცია საფრანგეთში.