სთრაიქოილ ჯგუფი

Cafés Richard -ის ოფიციალური დისტრიბუტორი

საქართველოში

Phone: +995 511 14 00 05

სთრაიქოილ ჯგუფი

ლეგენდარული მხალავი:

კლასიკური ესპრესოს ჭიქა

Cafés Richard ფრანგულ გასტრონომიულ ტრადიციებზე დაფუძნებული ნამდვილი ფრანგული სტილის ყავის სახალავი სახლია. შთაგონებულია რა პრემიუმ ხარისხისა და სერვისის მიწოდებით, მან უკვე მოიპოვა 36 000-ზე მეტი კლიენტის ნდობა და ცხელი სასმელების სეგმენტში საფრანგეთის ჰორეკა სფეროს ლიდერია. საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით Cafés Richard ახლა უკვე ხელმისაწვდომია ყავის მოყვარულთათვის მთელ მსოფლიოში.

Cafés Richard-ს დღეს მართავს პიერ რიშარი თავის ორ შვილთან, ანესა და არნოსთან ერთად. კომპანია, ექსპერტიზისა და პროფესიონალიზის გარდა, სწორედ ოჯახური სულისკვეთებითა და ღირებულებებით იმართება. წარმოების მთელ პროცესს, მარცვლების გულდასმით შერჩევიდან ტრადიციული მეთოდით მოხალვამდე, ყავის სიყვარული უდევს საფუძვლად. ყავის ექსკლუზიურ ნაკრებთან ერთად Cafés Richard მომხარებელს ნატურალური და მცენარეული ჩაის დიდ არჩევანს, აგრეთვე შაქარს, შოკოლადსა და სხვა ტკბილეულს სთავაზობს.